

Registration date: 11/11/2025
საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი უკვე 30 წელია იქ დგას, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ბავშვებს, რომლებიც მზრუნველობას მოკლებულნი არიან; ადამიანებს, რომლებიც სიღარიბემ ან უსახლკარობამ მარტო დატოვა; შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებსა და სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს. ჩვენ უსაფრთხო თავშესაფარს, თბილ საკვებს, აუცილებელ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მხარდაჭერას, განათლებისა და ღირსეული შრომის შესაძლებლობას უზრუნველვყოფთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ თემებს და სოფლებს და კრიზისების დროს პირველები ვრეაგირებთ. 30 წლის განმავლობაში ათობით ათას ადამიანს მივაწოდეთ მხარდაჭერა და რეალური დახმარება.

Total amount raised
Transparent statistics that highlight what your support makes possible.
No People to display
No Companies to display
No products to display
Comments
There are no comments yet. Be the first!