ალუბალა არის ონლაინ-პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააჩუქოს ნივთი, რომელიც აღარ სჭირდება, სიმბოლურ ფასად გაყიდოს და გაყიდვისგან შემოსული თანხა, მის საყვარელ საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება.
ყველას გვაქვს ნივთები რომლებიც აღარ გვჭირდება, ზოგი ადგილსაც კი იკავებს სათავსოებში. კი ვაჩუქებდით ვინმეს მაგრამ, გამოიყენებს? იმისათვის, რომ ნივთი, რომელიც აღარ გჭირდება, სიმბოლურ ფასად გაყიდო ალუბალაზე და გაყიდვისგან შემოსული თანხა, შენს საყვარელ ფონდს ჩაერიცხოს, ჯერ უნდა დარეგისტრირდე ალუბალაზე. უკვე შეგიძლია ნივთების გაჩუქებაც და შეძენაც (შეძენა რეგისტრაციამდეც იყოს შესაძლებელი). იმისათვის რომ გააჩუქო, უნდა იპოვო სადმე ღილაკი „გააჩუქე“. დაკლიკებისთანავე გაიხსნება განცხადების ატვირთვის გვერდი, სადაც შენი ნივთი უნდა დაახასიათო, ატვირთო ფოტო, აირჩიო შენი საყვარელი ფონდი და მიუთითო სიმბოლური ფასი, რამდენიც შენს საყვარელ ფონდში გინდა ჩაირიცხოს. ეს ყველაფერი, ტელეფონიდან უფრო ადვილია. ღილაკი „გამოქვეყნება“ ნიშნავს განცხადების ატვირთვას და უკვე ნებისმიერს შეუძლია შენი გაჩუქებული ნივთის ყიდვა. თუ განცხადების გაზიარება მოგინდეს - ბმულს იპოვი. როცა ნივთი გაიყიდება, გადახდა შესრულდება, მოგივა ნოტიფიკაცია, რომ ნივთს გამოგართმევს ახალი მეპატრონე. ახლა წარმოიდგინე, რამდენი ხეირი შეგიძლია შექმნა ნივთით, რომელიც აღარ გჭირდება:
ვეხმარებით ინიციატივებს, რომლებიც გადაარჩენენ, უვლიან და იცავენ დახმარების მომლოდინე ცხოველებს.
Explore projectsვუჭერთ მხარს პროგრამებს, რომლებიც აუმჯობესებს ბავშვების კეთილდღეობას, განათლებას და უკეთეს მომავალს აძლევს მათ.
Explore projectsვეხმარებით პროექტებს, რომლებიც ზრუნავენ ასაკოვან ადამიანებზე და უზრუნველყოფენ მათ ღირსეულ, მხარდამჭერ და თბილ გარემოს.
Explore projects