საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ALUBALA Logo

ALUBALA

შესვლა

რეგისტრაცია

Banner image showing community impact

ალუბალა არის ინტერნეტმაღაზია, სადაც გაჩუქებული ნივთები, სიმბოლურ ფასად იყიდება და თუ იყიდი, გადახდილი თანხა ქველმოქმედებაში ჩაირიცხება.

ალუბალა რიცხვებში

+10

პარტნიორი ფონდი

+372.61

ფონდებში ჩარიცხული თანხა

+1K

გასაჩუქებელი ნივთების ღირებულება

Alubala — ემპათიური ადამიანების პლატფორმა

ალუბალა არის ონლაინ-პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააჩუქოს ნივთი, რომელიც აღარ სჭირდება, სიმბოლურ ფასად გაყიდოს და გაყიდვისგან შემოსული თანხა, მის საყვარელ საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება.


რას მივიღებთ?


  1. დააგენერირებ სიკეთეს — გაყიდვისგან შემოსული თანხა შენს საყვარელ ფონდში ჩაირიცხება, რაც ნიშნავს უამრავ გადარჩენილ სიცოცხლეს, გამოჯანმრთელებულ ადამიანს, გამოკვებილ ცხოველს, დარგულს ხეს…

  2. შექმნი დოვლათს — ნივთი, რომელიც აღარ გჭირდება, გაყიდვის შემდეგ ისეთ მფლობელთან მოხვდება, ვინც გამოიყენებს. ეს ნიშნავს, რომ ნივთი დოვლათის შექმნაში ჩაერთვება და ასე, ეკონომიკა იზრდება.

როგორ მუშაობს?


  • გადაუღე ფოტო ნივთს, რომელიც აღარ გჭირდება
  • ატვირთე განცხადება Alubala-ზე — აღწერა, სიმბოლური ფასი და ფონდი (ვისაც გაყიდვის შემთხვევაში თანხა ჩაერიცხება).
  • დააგროვე ქულები ემპათიის თერმომეტრში და გააზიარე მეგობრებთან

ყველას გვაქვს ნივთები რომლებიც აღარ გვჭირდება, ზოგი ადგილსაც კი იკავებს სათავსოებში. კი ვაჩუქებდით ვინმეს მაგრამ, გამოიყენებს? იმისათვის, რომ ნივთი, რომელიც აღარ გჭირდება, სიმბოლურ ფასად გაყიდო ალუბალაზე და გაყიდვისგან შემოსული თანხა, შენს საყვარელ ფონდს ჩაერიცხოს, ჯერ უნდა დარეგისტრირდე ალუბალაზე. უკვე შეგიძლია ნივთების გაჩუქებაც და შეძენაც (შეძენა რეგისტრაციამდეც იყოს შესაძლებელი). იმისათვის რომ გააჩუქო, უნდა იპოვო სადმე ღილაკი „გააჩუქე“. დაკლიკებისთანავე გაიხსნება განცხადების ატვირთვის გვერდი, სადაც შენი ნივთი უნდა დაახასიათო, ატვირთო ფოტო, აირჩიო შენი საყვარელი ფონდი და მიუთითო სიმბოლური ფასი, რამდენიც შენს საყვარელ ფონდში გინდა ჩაირიცხოს. ეს ყველაფერი, ტელეფონიდან უფრო ადვილია. ღილაკი „გამოქვეყნება“ ნიშნავს განცხადების ატვირთვას და უკვე ნებისმიერს შეუძლია შენი გაჩუქებული ნივთის ყიდვა. თუ განცხადების გაზიარება მოგინდეს - ბმულს იპოვი. როცა ნივთი გაიყიდება, გადახდა შესრულდება, მოგივა ნოტიფიკაცია, რომ ნივთს გამოგართმევს ახალი მეპატრონე. ახლა წარმოიდგინე, რამდენი ხეირი შეგიძლია შექმნა ნივთით, რომელიც აღარ გჭირდება:


  • გაყიდვისგან შემოსული თანხა, გულანთებულ ადამიანებთან ჩაირიცხება ფონდებში, სადაც ბავშვებს ეხმარებიან, ავადმყოფებს უვლიან, ცხოველებს შველიან, ხეებს რგავენ... ანუ უამრავი სიკეთე დაგენერირდება...
  • ნივთები კიდე, სწორ პატრონთან მოხვდებიან, იმათთან, ვინც გამოიყენებს. ვინც ფულს იხდის, იმას სჭირდებაო ეკონომისტები ამბობენ და გამოდის, რომ ნივთები რომლებიც ალუბალაზე გაიყიდება, ისეთი ადამიანის ხელში მოხვდება - ვინც გამოიყენებს, ანუ დოვლათის შექმნაში ჩართავს ნივთებს და ასე კიდე - ეკონომიკა იზრდება.

იყავი ალუბალას წევრი

+34

ადამიანთან ერთად სამყაროს გარშემო

Community member helping othersVolunteer participating in charity workCommunity members working togetherPeople engaged in charitable activities

რას/ვის შეგვიძლია დავეხმაროთ ალუბალას?

Nature

ჩვენ ვუჭერთ მხარს პროექტებს, რომლებიც იცავს ბუნებას და ხელს უწყობს უფრო სუფთა და მწვანე გარემოს.

Explore projects

Animals

ვეხმარებით ინიციატივებს, რომლებიც გადაარჩენენ, უვლიან და იცავენ დახმარების მომლოდინე ცხოველებს.

Explore projects

Kids

ვუჭერთ მხარს პროგრამებს, რომლებიც აუმჯობესებს ბავშვების კეთილდღეობას, განათლებას და უკეთეს მომავალს აძლევს მათ.

Explore projects

Elderly

ვეხმარებით პროექტებს, რომლებიც ზრუნავენ ასაკოვან ადამიანებზე და უზრუნველყოფენ მათ ღირსეულ, მხარდამჭერ და თბილ გარემოს.

Explore projects

სასწრაფო პროექტები