No products to display

👧🧒 ბავშვების უკეთესი მომავლისთვის - საქართველოს კარიტასი პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კიკვიძის პარკში ინკლუზიურ ფესტივალს - "ბედნიერების კუნძულს" უმასპინძლებს.
👧🧒 ბავშვების უკეთესი მომავლისთვის - საქართველოს კარიტასი პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კიკვიძის პარკში ინკლუზიურ ფესტივალს - "ბედნიერების კუნძულს" უმასპინძლებს. 🏝️ ამ კუნძულზე კი ყველა ბავშვი მოახერხებს, რომ იპოვოს მისი წილი ბედნიერება. ✨ დღის განმავლობაში კიკვიძის პარკში დაგხვდებათ ზღაპრული გარემო: შემოქმედებითი კუთხეები, სახალისო თამაშები, მცირე კონცერტი და უამრავი სიურპრიზი. გართობასთან ერთად, ეს დღე სიკეთის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ფესტივალზე დაგელოდებათ „ნიჭიერების მარკეტი“ - განსაკუთრებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ამასთან, ადგილზე შეგეძლებათ პირდაპირი შემოწირულობის გაღებაც. მარკეტზე შეძენილი თითოეული ნივთით თუ უბრალოდ გაზიარებული დონაციით, თქვენ პირდაპირ ეხმარებით საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროექტებს.❤️ 📍 1 ივნისს გელოდებით კიკვიძის პარკში, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე! #ლაღიბავშვობა #საქართველოსკარიტასი #ქველმოქმედება #ბავშვთადაცვა
No Items to display
No Items to display
No products to display
No products to display
No products to display
Comments
There are no comments yet. Be the first!