საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ALUBALA Logo

ALUBALA

შესვლა

რეგისტრაცია

ბროშურა ბავშვთა უფლებებზე "როცა ადამიანი მიღიმის"
LinkedInLinkedIn
FacebookFacebook
InstagramX
Copy URL

ბროშურა ბავშვთა უფლებებზე "როცა ადამიანი მიღიმის"

🎁ბავშვებთან ერთად ვქმნით ახალ ბროშურას ბავშვთა უფლებებზე. „ალუბალაზე“ თქვენ მიერ გაჩუქებულ ნივთს ვინმე სიხარულით შეიძენს, დაგენერირებული ბიუჯეტი ბავშვთა უფლებების თემაზე ბროშურის შექმნას მოხმარდება.

ადამიანის უფლებები
შეგროვებულია: ₾0.00
მიმოხილვაპროდუქტები რომლებიც ეხმარება პროექტსკონტრიბუტორები

პროექტის აღწერა

🤍 ყველა ბავშვის მეგობარი ვერ იქნები, თუმცა, ყოველთვის შეგიძლია იმეგობრო ერთ ბავშვთან მაინც — რამდენი წლისაც არ უნდა იყო… 🎨 კვირას, 31 მაისიდან, სამი კვირის განმავლობაში, კუბის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ინტერაქციული გამოფენა დაგხვდებათ. ✨ „რა გიხარია, გაბედნიერებს და გაღიმებს შენ?“ — ამ კითხვის პასუხად, სხვადასხვა ასაკის, გამოცდილების, შესაძლებლობისა და ინტერესების მქონე ბავშვებმა საერთო სივრცეში გამოსაფენად ათობით ნახატი შექმნეს. 🌈 რას აღარ შეხვდებით მათ ნამუშევრებში: დედის ხელში აბღუებული თმის საშრობით დაწყებული, გაპუწული ცხოველებით, მბზინავი პეიზაჟებით, დაუჯერებელი თავგადასავლებით, დანჭყრეული თვითმგორავებით, პედესტალზე ატანილი ფრენბურთის ბურთით, აბრიალებული ცისარტყელებითა და ერთი მეორეზე გაბრდღვიალებული მზის ხედებით დასრულებული… 💛 თუმცა, ყველაზე ხშირად და განსაკუთრებული თვითკმაყოფილებით ბავშვები სიყვარულს, მეგობრებს, კეთილგანწყობას, ყურადღებას, ზრუნვასა და სითბოს ხატავენ — იმ სითბოს, რომელიც შეიძლება ერთი გულწრფელი გაღიმებით დაიწყოს. 🖼️ გამოფენა „როცა ადამიანი მიღიმის…“ მულტიმედიური ექსპოზიციაა, რომელიც რიგით დამთვალიერებლად მისულ პატარებს შესაძლებლობას აძლევს უკვე არსებულ ნამუშევრებთან დიალოგში შევიდნენ, საკუთარი ნახატები დაამატონ და გამოფენის თანაავტორები გახდნენ. 🎨 საგამოფენო სივრცის თეთრ კედლებს სამი კვირის განმავლობაში უსასრულოდ დაემატება ფერადი გამოსახულებები, რომლებიც საბოლოოდ ბავშვების აღქმით შექმნილ კონვენციის ბროშურაში გადაინაცვლებს და გავრცელდება. 🌿 უფროსებს კი აუცილებლად დააფიქრებს მეგობრული კავშირების ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომლითაც ბავშვებთან ერთად შეიძლება შემოქმედებით პროცესში ჩართვა. 📚 ბავშვთა უფლებების თემაზე დასაფიქრებლად და შემოქმედებითი ბროშურის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს კუბის მეგობარ საქველმოქმედო პლატფორმა „ალუბალაზე“ საკუთარი ნივთების გაჩუქებით. 🤝 სხვადასხვა ასაკის, გამოცდილების, შესაძლებლობისა თუ ინტერესების მქონე ბავშვებთან მეგობრობა და მზიურის ბავშვთა ქალაქში დროის ერთად, შემოქმედებითად დაგეგმვა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესში ჩართვა და ახალი მეგობრების შეძენა კი პატარებისთვის და დიდებისთვის თანაბრად იქნება შესაძლებელი. 🧒 საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ექსპოზიციაში შეხვდებით „World Vision საქართველოს“ ბავშვების ნამუშევრებსაც. ✨ გამოფენა ტარდება თანამედროვე ხელოვნების სივრცის Cube in Context ყოველწლიური ღონისძიების — „ბავშვთა დაცვის დღის ზეიმის“ ფარგლებში, რომელიც წელს World Vision Georgia მხარდაჭერით, სოციალური პლატფორმა „სინათლის მანდალასა“ და საქველმოქმედო ფონდ „ალუბალასთან“ კოლაბორაციით ორგანიზდება.

ტოპ კონტრიბუტორები

ნივთები არ მოიძებნა

ტოპ კონტრიბუტორები (კომპანიები)

ნივთები არ მოიძებნა

პროდუქტები

პროდუქტები არ მოიძებნა

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი

პროდუქტები

პროდუქტები არ მოიძებნა

პროდუქტები

ფილტრი

სორტირება

შექმნის თარიღით
ფასით

პროდუქტები არ მოიძებნა

ყველა კონტრიბუტორი

ყველა კონტრიბუტორი

ფილტრი

სორტირება

ტოპ მყიდველები
ტოპ გამყიდველები