
✨ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს ბედნიერი ახალი წელი ✨ საქველმოქმედო კინოსეანსი კუბში, მზრუნველობამოკლებული პატარებისთვის.
📍 „კუბში“ მხოლოდ ახლა გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ „პატარა პრინცესა“! ჯადოსნური ფილმი მეოცნებე ბავშვზე, რომელიც გვახსენებს: 👉 რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც შეგვიძლია ვიყოთ სიკეთით სავსე, შევინარჩუნოთ საკუთარი ღირსება და გვიყვარდეს უპირობოდ💫 🌟ეს არის ფილმი სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოცნებებზე და შინაგან სიძლიერეზე... ამბავი, რომელიც გათბობს და გულში სამუდამოდ რჩება 💖 საქველმოქმედო სეანსზე ვაგროვებთ საჩუქრებს მზრუნველობამოკლებული პატარებისთვის! ✨ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს ბედნიერი ახალი წელი ✨ დაფიქრდით, ბავშვებისთვის, გულით და სულით თქვენ რას მოიტანთ! გამოდგება ყველაფერი: 👉 სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი, ჰიგიენის ნივთები... 👉სველი ან მშრალი საკვები, მურაბები, თაფლი, ბურღული, ტკბილეული... 👉ფინანსურად, დონაციის ყუთში მიიღება ნებისმიერი თანხა: ლარი, ორი, ათი, ასი... თქვენი გადასაწყვეტია, მთავარია მსუბუქად და გულით გასცეთ ✨ 🎞️ თემები რაზეც ფილმის შემდეგ ვიმსჯელებთ: 🌈 უპირობო მეგობრობა 🌟 წარმოსახვის ძალა და ოცნება 💚 სიკეთე და თანაგრძნობა 🕊 ღირსება და შინაგანი სიძლიერე ⚖️ უსამართლობასთან გამკლავება 🏰 სოციალური უთანასწორობა 💞 მშობლების სიყვარული 🎬ბილეთის ღირებულება: 10 ლარი. 👉 ასაკობრივი დაშვება: 5+ 🎥 რეჟისორი: ალფონსო კუარონი ⏰ ხანგრძლივობა: 90 წუთი 📅 ადგილი შეზღუდულია — მოასწარით და შემოუერთდით ჯადოსნურ საქველმოქმედო კინოსეანსს! 🍿💛 📍👣ფეხით ჭავჭავაძიდან ჩამოხვალთ, სკეიტპარკამდე 🛹 🚕 მანქანით პარკამდე მოხვალთ ორი გზით: 👉 ნინო რამიშვილის 31 (პოლიციასთან) 👉 ჭაბუა ამირეჯიბის 6 (რაგბის ფედერაციასთან). კუბში შევხვდებით!.
No Items to display
No Items to display
Comments
There are no comments yet. Be the first!