როგორ გავაჩუქო?

თუ გადაწყვიტე, რომ ნივთი რომელიც აღარ გჭირდება, ჯობია ჰქონდეს იმას, ვინც გამოიყენებს და თან შენს საყვარელ ფონდს გინდა დაეხმარო, ამისთვის უნდა დარეგისტრირდე და ატვირთო შენი განცხადება, რომელშიც იმ ფონდს აირჩევ, რომელსაც ნივთის გაყიდვის შემთხვევაში, შენი შემოწირულობა ჩაერიცხება.

მას შემდეგ რაც შეხვალ პორტალზე alubala.ge, დაათვალიერებ საიტს, სადაც უკვე ატვირთულია განცხადებებიც და საქველმოქმედო ფონდებიც, დააწექი ღილაკს “გააჩუქე”

თუ ჯერ არ ხარ რეგისტრირებული, სარეგისტრაციო ფორმა გამოჩნდება, მათ შორისაა სახელი, რა სახელითაც გინდა გამოჩნდე პორტალზე გამჩუქებლების ჩამონათვალში. შემდეგ, დააწვები ღილაკს “რეგისტრაცია”

“გააჩუქე”-ზე დაწკაპებით, გასაჩუქებელი ნივთის განცხადების ფორმა გაიხსნება, სადაც საჭირო ველები უნდა შეავსო იმისთვის, რომ მყიდველი მიხვდეს რას ყიდულობს და რამდენად.

სასურველია ატვირთო ფოტოც. არ გამოგრჩეს ფონდის მითითებაც, რომელიც ჩამონათვალიდან უნდა აირჩიო. თუ შენი საყვარელი საქველმოქმედო ფონდს სიაში ვერ აღმოაჩენ, დასახელება “chat” – ში მოგვწერე და ვეცდებით დავუმეგობრდეთ.

შემდეგ, დააწვები ღილაკს “გამოქვეყნება” და განცხადება განთავსდება საიტზე, რომლის რედაქტირებაც ნებისმიერ დროს შეგეძლება.

წარმატებები

#ალუბალა

1 thoughts on “როგორ გავაჩუქო?”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Scroll to Top