რატომ უნდა გააჩუქო?!

რა მაგარი იქნებოდა, ისეთი ნივთების გაჩუქებით, რომელიც აღარ გჭირდება – სიკეთეს აგენერირებდე?!

მეგობარს, თავის ნაკვეთში, გაფუჭებული ტრაქტორი ჰქონდა. ძველი, კარები რომ სულ ღიაა აქვს და ბავშვებს სათამაშოთ ჰქონდათ აგდებული. მეზობელი შეუჩნდა, მომყიდე-მომყიდეო. ბოლოს რომ შეაწუხა, ადგა და აჩუქა. იმ მეზობელმა რომ ვერაფერში მოიხმარა ტრაქტორი, ბოლოს სახლში გადაათრია და საქათმედ ხმარობს.

აბა, ფერმერისთვის რომ ეჩუქებინა?! ტრაქტორს აღადგენდა, დაქოქავდა, მოხნავდა, დათესავდა, მოსავალს მოიყვანდა და უსარგებლო ნივთს, დოვლათის შექმნაში ჩართავდა.

გამოდის, რომ თუ ისეთ ნივთს, რომელიც აღარ გვჭირდება, სწორი ადამიანის ხელში მოვახვედრებთ, დოვლათის შექმნაში ჩაერთვება და ეკონომიკის ზრდაში მიიღებს მონაწილეობას.

მთავარი კითხვაა: როგორ მოვახვედროთ ნივთი, რომელიც აღარ გვჭირდება ისეთ ადამიანთან, ვისაც სჭირდება?

ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ გინდა ნივთი, სწორ ხელში მოხვდეს – უნდა გაყიდოო! ვინც ფულს იხდის, იმას უფრო სჭირდებაო.

ანუ, ეგ რაღა გაჩუქება გამოდის ხო?

წარმოიდგინე, ნივთს, რომელიც აღარ გჭირდება გადაუღო ფოტო, დაადო სიმბოლური ფასი, ატვირთო განცხადება და გაყიდო იმ პირობით, რომ შემოსული თანხა, პირდაპირ შენს საყვარელ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება (რომელსაც შენ აირჩევ).

რას მივიღებთ?

  • გააჩუქებ ნივთს – რომელიც ისეთი ადამიანის ხელში მოხვდება, რომელიც გამოიყენებს, დოვლათის შექმნაში ჩართავს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.
  • გაიღებ ქველმოქმედებას – გაყიდული ნივთის თანხა საქველმოქმედო ფონდებს ჩაერიცხებათ, სადაც გულანთებული ემპათიური ადამიანები უამრავ ბავშვს გადაარჩენენ, უამრავ მოხუცს დაეხმარებიან, უამრავ ცხოველს გამოკვებავენ, უამრავ ხეს დარგავენ…

გადაიკითხე პირველი წინადადება? 😉
კი, ნივთით, რომელიც აღარ გჭირდება, შეგიძლია დააგენერირო სიკეთე 😊

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Scroll to Top